პროგრამათა
პაკეტი Microsoft Office 2007
აერთიანებს ყველაზე პოპულარულ რედაქტორებს. მათ შორის არის Word-ი, ტექსტურ დოკუმენტებთან
სამუშაოდ განკუთვნილი ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა. Word 2007 მარტივია მომხმარებლისათვის
სამუშაოდ და ხელმისაწვდომია ყველასათვის, რადგან შედის პროგრამა Microsoft office 2007-ის პაკეტის შედგენილობაში. აქედან
გამომდინარე, იგი სავსებით თავსებადია პროგრამა Excel 2007-თან, Access 2007-თან,
PowerPoint 2007-თან და Microsoft Office
2007-ის პაკეტის ნებისმიერ სხვა პროგრამასთან.
Word-ის
ახალ ვერსიაში შედეგზე ორიენტირებული მომხმარებლის ინტერფეისი მნიშვნელოვნად ამარტივებს
მუშაობას. ბრძანებები და საშუალებები, რომლებიც ძველ ვერსიებში დამალული იყო რთულ მენიუებსა და ინსტრუმენტთა პანელებში, ეხლა
მარტივად შეიძლება მოვძებნოთ ლოგიკურ ჯგუფებად გაერთიანებულ ბრძანებებსა და საშუალებებს
შორის. დიალოგური ფანჯრების უმეტესობა
შეცვლილია შესაძლო ვარიანტთა გალერეით,
რომელიც სასურველ ვარიანტთა შერჩევის საშუალებას იძლევა.
hargeli sergo
ReplyDelete